ბავშვებზე მშობლების მიგრაციით გამოწვეული გავლენა და პრობლემების გადაჭრის გზები – ამ საკითხებზე ისაუბრეს დღეს ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მათი თქმით, აუცილებელია საზოგადოების მეტი ინფორმირება საკითხის ირგვლივ. პროექტს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია „მილენიუმი” შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ერთი წელია ახორციელებენ.