შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ამ კუთხით საქართველოში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ არსებული გამოწვევები, შრომითი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება – სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციისა და საქართველოს პროფკავშირული გაერთიანების ორგანიზებით დაგეგმილ კონფერენციაზე.
შეხვედრაზე ასევე შრომის საერთაშორისო სტანდარტებზე, შრომითი კანონმდებლობის აღსრულებასა და შესრულების კონტროლის საკითხებზე და რეგიონში ამ კუთხით არსებული მდგომარეობაზე მსჯელობენ.
კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან და ისინი თავიანთი ქვეყნების მაგალითზე ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.