ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქუთაისის აეროპორტის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო. აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატული მეტრია, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება.
2019 წლის ბოლოსთვის აეროპორტში მიმდინარე ყველა სამუშაო უნდა დასრულდეს. დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საათში 300 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.