ცვლილებებია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში.
რამდენიმედღიანი ვნებათაღელვის შემდეგ, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ გენერალური დირექტორი, – ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ, – გადააყენა.
ნათია კაპანაძე გადაწყვეტილებას არხის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.
თავის დროზე კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა, რომელთაგან ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არის არჩეული.
კაპანაძის გადაყენებას მწვავე რეაქციები მოჰყვა მედია-ექსპერტების და მესამე სექტორის მხრიდან. დღის ბოლოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციები ტელევიზიაზე ბოლოდროინდელ საერთაშორისო დასკვნებსაც იშველიებენ.
გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს ოპოზიციაც.