დედაქალაქის მერსა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კახა კალაძე ქეთევან წამებულის გამზირის დასრულებულ სამუშაოებს ეცნობოდა, როდესაც ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო კორპუსის მშენებლობა ლაშა ფარულავამ გააპროტესტა.
მოძრაობის წევრის განმარტებით, აღნიშნული პროექტი საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის, რის გამოც პროექტი უნდა შეჩერდეს. დედაქალაქის მერის თქმით, თუ კვლევები დაადასტურებს, რომ პროექტი ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საფრთხისშემცველია, ის არ განხორციელდება.