ბუნებით, ჰაერითა და წყლით გამორჩეული ბორჯომი პოლიტიკურადაც გამორჩეული აღმოჩნდა. ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ ჰყავს. სავარაუდოდ, მეორე ტური ყველაზე კონკურენტულ გარემოში სწორედ აქ ჩაივლის, სადაც ქართული ოცნების კანდიდატს ყოფილი თანაგუნდელი დაუპირისპირდება. საუბარია „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატზე, რომლის პარტიას საკრებულოშიც ოპოზიციურ ძალებს შორის ყველაზე მეტი მანდატი აქვს.
ქეთი ქაშაკაშვილი ბორჯომის მრავალპარტიულ საკრებულოზე გვიამბობს.