პირველი არხის ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“ ახალციხეში მცხოვრებ სომხებს შეხვდა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებასთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებების გატარება დაიწყო.
ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება და სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“ ასევე ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტს. ჯგუფის მუშაობის ძირითადი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებულ მედიაპროდუქტებში მათი ინტეგრირება.
აზერბაიჯანული და სომხურენოვანი მედიაპროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ პლატფორმაზე – 1tv.ge