საქართველოში მორიგი მასშტაბური წვრთნები იწყება. ნატო-ს წევრი 15 ქვეყნის მონაწილეობით, „მტკიცე სული 2021“ ხუთ სხვადასხვა პოლიგონზე 26-ს ივლისს აიღებს სტარტს. სამხედრო სწავლებებში გამოიყენებენ ამერიკულ ტექნიკასაც, რომლის ნაწილი უკვე საქართველოშია. ეტაპობრივად ჩამოდის წვრთნებში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა და ტექნიკაც.
„ძალა პარტნიორობაშია“ – ასეთია მრავალეროვნული სამხედრო სწავლების მთავარი გზავნილი, რომელიც ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის და კოორდინაციის გაზრდის და რეგიონულ კრიზისებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით უკვე მეათედ ჩატარდება.