15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა. არასრულწლოვანის უფლებების დამცველმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს მოინახულა. ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს მომხდარის გარემოებებზე. ასევე არ პასუხობს შეკითხვას, რა ვითარებაში დააკავეს 16 წლის ახალგაზრდა. გამოძიება მას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ლიახვის ქუჩაზე კი, სადაც 15 წლის მოზარდი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულის ადგილი სამართალდამცველებს ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. არასრულწლოვანის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.