მოზარდების დაჭრის საქმეზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
წითელ ბაღში, მოზარდების დაჭრის საქმეზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. ბრალდების მხარის შუამდგომლობა ჯერ უცნობია, მოითხოვს გირაოს თუ პატიმრობის გამოყენებას.
დაცვის მხარე, კი სავარაუდოდ, გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს, ის თავად გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში და დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.
35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი გუშინ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში წარედგინა. ის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-12 კლასელია.