სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაწერილ სტატუსს პოლიტიკოსები კვლავ ეხმაურებიან.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, რომ ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის წინააღმდეგნი არიან და მათი მიზანი მთავრობის თავისუფალი არჩევნების გზით შეცვლაა.
საკითხს მმართველ გუნდშიც აფასებენ და განმარტავენ, რომ ხელისუფლება ნებისმიერი სახის უკანონობას და ძალადობას ადეკვატური ქმედებით უპასუხებს. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ის ხვალ სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული და საქმე სწორედ მის სტატუსს უკავშირდება.