საქალაქო სასამართლოში, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ბრალდების საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გრძელდება. სხდომაზე ეროვნული ბანკის თანამშრომლებს უსმენენ, რომლებმაც ბრალდების მხარის ინფორმაციით, შეამოწმეს „თიბისი ბანკი“, მათ შორის აქტივების დარეზერვების მიმართულებით. ბრალდებულები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მათ წინააღმდეგ წარმოებულ სამართალწარმოებას პოლიტიკურ უწოდებენ. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვერც ერთი მოწმე ვერ დაადასტურებს რაიმე ტიპის საეჭვო ტრანზაქციას.
გამოძიება, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებას ედავება, ხოლო ავთანდილ წერეთელს – უკანონო შემოსავლის მიღებაში დახმარებას.