მოვუსმინოთ მოსწავლეებს – ასე ეწოდება განათლების მინისტრის ახალ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, მიხეილ ჩხენკელი სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს შეხვდება.
პირველი ასეთი შეხვედრა 82-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. მინისტრის განცხადებით, იგეგმება ფსიქოლოგიური ცენტრების გაძლიერება და რეაგირების მექანიზმების დახვეწა. სხვადასხვა პროგრამების შემუშავებაში ჩართულები იქნებიან მოზარდებიც.
მომდევნო ეტაპზე განათლების მინისტრი სტუდენტებსა და მშობლებსაც შეხვდება.