მოუწევთ თუ არა პოლიტიკური განქორწინების მიუხედავად, ბრიუსელსა და ლონდონს ახალი ხელშეკრულებების ხელმოწერა

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების ახალი შეთანხმების გაფორმების საკითხი დღის წესრიგში დგება. საერთაშორისო წესრიგი დარღვეულია, იზრდება სამხედრო კონფლიქტების საფრთხე – ეს არის ნაწყვეტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშიდან.

“უფსკრულის კიდემდე და უკან”- ამ სახელწოდების დოკუმენტში  ავტორები წერენ, რომ აშშ საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტორის როლზე უარს ამბობს და აღარ ავლენს ინტერესს იმ გლობალური თუ რეგიონული ინსტიტუტების განვითარებისადმი, რომლებიც საერთაშორისო წესრიგს ადგენენ. ვაშინგტონის ეს პოლიტიკა კი ბრექსითის ფონზე ევროპელებს საკუთარ თავდაცვაზე დამოუკიდებლად ზრუნვისკენ უბიძგებს. თუმცა, ჯერ გაურკვეველია, როგორ აპირებს ბრიუსელი თავდაცვის მხრივ ევროკავშირის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს  გარეშე გამოწვევებთან გამკლავებას.

მოუწევთ თუ არა პოლიტიკური განქორწინების მიუხედავად, ბრიუსელსა და ლონდონს რამდენიმე ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა – ვრცლად “მოამბეში” 21:00 საათზე.