საბავშვო ცენტრების ნაწილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს.
ასეთია „მოამბის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგი. აღმოჩნდა, რომ გასართობი ობიექტების ნაწილში არ არსებობს საევაკუაციო კიბე, გადამზადებული არ არის პერსონალი და არ მოქმედებს სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა. თუმცა შესაბამისი სამსახურებისგან დიდი ალბათობოთ მათ დაჯარიმება არ ემუქრებათ. კანონი გასართობი ობიექტების გარკვეული ნაწილის შემოწმებას საერთოდ არ ითვალისწინებს.