„მოუსმინე სიჩუმეს“ - არა ერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ქართული დოკუმენტური ფილმი. როგორ შეიგრძნობს მუსიკის რიტმს 9 წლის სმენადაქვეითებული ლუკა და როგორ ცდილობს სცენის დაპყრობას. ფილმის მთავარი გზავნილი და მარიამ ჭაჭიას ნამუშევრის ონლაინჩვენება

„მოუსმინე სიჩუმეს“ – ფილმი სმენადაქვეითებულ ბიჭზე, რომელიც სცენაზე ცეკვაზე ოცნებობს. მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური სურათის ონლაინჩვენება ხვალ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღეს გაიმართება.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2016 წელს ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ნამუშევარი საბერძნეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის საერთაშორისო კინოფესტივალის „ოლიმპიას“ გამარჯვებულია.

თათია ბუხრაშვილი გიამბობთ.