მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს ისწავლიან

ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ნაწილში, მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს ისწავლიან. ქართველი სამხედროების თავდადების ისტორიები ახალი საგნის „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სახელმძღვანელოში შედის.

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს სამოქალაქო განათლების ექსპერტის, შალვა მეკრავიშვილის ინფორმაციით, პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე იქნება, მომდევნო სასწავლო წლიდან კი, როდესაც მე-7-მე-12 კლასებისთვის ახალი სტანდარტი უნდა ამოქმედდეს, ეს საგანი შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ განათლების და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია.

სახელმძღვანელოზე მუშაობა უკვე დასრულებულია.