მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს იწყებს. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებში ახალი, ქართული სასიმღერო მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა და თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მქონე სიმღერის ავტორს.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდულ და საბავშვო თემატიკაზე შექმნილი სასიმღერო ნაწარმოები. ფესტივალში მონაწილე ავტორების მიერ წარმოდგენილ ახალ სიმღერებს შეასრულებენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების სხვადასხვა სოლისტები, ჯგუფები და მუსიკალური ანსამბლები.