“მოსწავლეების არჩევანი” არის “წიგნების თაროს” ეგიდით ორგანიზებული ლიტერატურული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს მოსწავლეების საყვარელი 21-ე საუკუნის ქართული წიგნი.
“მოსწავლეების არჩევანში” მონაწილეობა შეუძლიათ I-XII კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.
მოსწავლეები ირჩევენ ნებისმიერ წიგნს განურჩევლად ჟანრისა და ფორმისა, რომელიც ქართველი ავტორის მიერ ქართულ ენაზე 21-ე საუკუნეში პირველად გამოიცა.
ხმის მიცემა შესაძლებელია პირველი არხის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით.
1 მოსწავლე = 1 ხმას
ხმის მიცემა გრძელდება 15 დეკემბრამდე. “წიგნების თაროს” ეთერში გამოვლინდება 10 რჩეული ქართული წიგნი. პირველ ადგილზე გასულ წიგნს მიენიჭება სტატუსი “მოსწავლეების არჩევანი”.