საქართველოს საკითხზე ამერიკის სენატში გამართული მოსმენა და გაჟღერებული მწვავე გზავნილები შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე კრიტიკის მთავარი საგანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი იყო. ზოგიერთმა კანონმდებელმა კანონის ამოქმედების შესაჩერებლად კონკრეტული ზომების მიღება მოითხოვა. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მსგავსი გამოსვლები და განცხადებები წინასაარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს. როგორია გამოხმაურებები – თამარ წიკლაური გვეტყვის.