„არის ძალიან გამამხნევებელი სიახლეები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა“ – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენების დროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა. მას სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში ვიზიტის შესახებ დაუსვა შეკითხვა. როგორც ობრაინემა აღნიშნა, აშშ-ის სურს დარწმუნდეს, რომ საქართველოს საბაჟო უწყებებს სრული კონტროლი აქვთ ქვეყნის საზღვარზე გადაადგილებაზე, იქნება ეს საჰაერო და სახმელეთო საზღვარი. სენატორი ჯინ შაჰინი ასევე დაინტერესდა, შეუწყობს თუ არა ხელს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგენილი პირდაპირი ფრენები და არის თუ არა ეს შეშფოთების მიზეზი. რაზეც ობრაიენმა განაცხადა, რომ ის არ იტყოდა, რომ ეს შემაშფოთებელია, თუმცა ეს უდავოდ არის შესაძლებელი.