მოსმენა კონგრესში - გამოხმაურება

პოლიტიკური შეფასებების თემაა ამერიკის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული მოსმენა.

შეერთებული შტატების გზავნილებს იზიარებს ოპოზიცია და აცხადებს, რომ გამართულმა კონგრესმა აჩვენა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიციას არ შეცვლის. უმრავლესობის წევრები კი ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ გამოთქმული კრიტიკა უსაფუძვლოა. მმართველი გუნდისთვის ასევე მიუღებელია ის, რომ საქართველოს ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოსმენაზე ყოფნის შესაძლებლობა არ მიეცათ. „ქართული ოცნება“ ჩინეთის საკითხზე კონგრესში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება.