პარლამენტში ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს უსმენენ. საუბარია ოთხ პირზე. მანამდე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლების წინაშე თავმჯდომარეობის მსურველები წარდგნენ. დეპუტატების კითხვებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა თამარ ალფაიძემ და რევაზ ეგაძემ უპასუხეს. შერჩევის პროცესი კომიტეტიდან პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ორი კენჭისყრით არის განსაზღვრული. პირველ კენჭისყრაზე თავმჯდომარის არჩევისთვის საჭიროა 100 ხმა და მეორე კენჭისყრაზე – 76. თუმცა, 76 ხმით არჩეული თავმჯდომარე საქმიანობას ექვსი თვის ვადით განახორციელებს.