„დემოკრატიის ძირის გამოთხრა: კრემლის მზაკვრული პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტები,“- თემაზე მოსმენა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა და კონგრესმენებმა დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის, მისი მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია.
მოსმენაზე აღინიშნა, რომ კრემლმა უყოყმანოდ გამოიყენა სამხედრო ძალა მისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად საქართველოსა და უკრაინაში.