ამერიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების შესახებ მოსმენა გაიმართა. საუბარი შეეხო აღნიშნულ ქვეყნებში შტატების პოლიტიკას. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე. ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-ის კონგრესი განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
კონგრესმენმა ბილ კიტინგმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ადმინისტრაცია განაგრძობს სავიზო შეზღუდვების დაწესებას, ასევე საჭიროებისამებრ ფინანსური სანქციების შემოღებას.