არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარი-წალკას საარჩევნო ოლქში, გოგი მეშველიანი, ბოლნისში, ერთ-ერთი კომპანიის ვაშლის პლანტაციაში იმყოფებოდნენ და მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა. კომპანიის მიერ 33 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის უცხოური ინვესტიციაა. კომპანია წლის განმავლობაში 40 ტონამდე პროდუქციას იღებს.