მოსამართლეთა უვადო განწესების გადავადებაზე მომზადებული პროექტის განხილვა

მოსამართლეთა უვადო განწესების გადავადებაზე მომზადებული პროექტის განხილვა მწვავედ წარიმართა.

დეპუტატებს საკუთარი არგუმენტები იურიდიული კომიტეტის ყოფილმა და მოქმედმა თავმჯდომარემ წარუდგინეს.

ეკა ბესელიამ სასამართლო სისტემაში არსებული პროცესები გააკრიტიკა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობაც გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მომზადებული ინიციატივის განხილვისთვის უმრავლესობამ რეალურად არაფერი გააკეთა. დეპუტატი ამბობს, რომ პროექტი კონსტიტუციურია და სასამართლო სისტემის შესაძლო პარალიზება ხელოვნურად შექმნილი არგუმენტია.

ინიციატორი დეპუტატების გარდა, მოსამართლეთა უვადო განწესების გადავადებას მხარს უმრავლესობის სხვა რამდენიმე დეპუტატიც ემხრობა.

სასწრაფო მოქმედების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ოპოზიცია, რომელიც მმართველ გუნდს აკრიტიკებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კი საკუთარ გადაწყვეტილებას, მხარი არ დაუჭირონ კოლეგების პროექტს, სასამართლოს შესაძლო პარალიზებისა და კონსტიტუციასთან ინიციატივის შეუსაბამობის არგუმენტით ხსნიან.