ორდღიანი მწვავე განხილვის შემდეგ, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული კანონ-პროექტი მეორე მოსმენით მიღებულია.
87 მომხრე, 31 წინააღმდეგი – ასეთია კენჭისყრის შედეგები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებული პროექტის ახალ ვერსიას, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმაც არ დაუჭირა მხარი. ოპოზიციის და უმრავლესობის ყოფილი დეპუტატების შემდეგ დოკუმენტს სახალხო დამცველიც აკრიტიკებს, რომელმაც უმრავლესობის პროექტის ხარვეზებზე დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა.
მმართველი გუნდი ოპონენტებს ახსენებს, რომ გამოცდებთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული რეკომენდაციები ვენეციის კომისიიდან გათვალისწინებულია, თუმცა ეს საკმარისი არ არის ოპონენტებისთვის, რომლებიც პროცესის სიჩქარეზე მიუთითებენ.
კანონ-პროექტთან ერთად დებატების მთავარი თემა იყო ისიც, აქვს თუ არა ნდობა იუსტიციის საბჭოს, რომელმაც პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარუდგინოს.
დარბაზში დღესაც ხშირად ისმოდა სიტყვა „კლანი“.
ქეთი ქაშაკაშვილი ადევნებს თვალს ხმაურიან განხილვას.