პარლამენტში სადავო კანონ-პროექტების კენჭისყრისთვის ემზადებიან.
რა კრიტერიუმებით და პროცედურებით უნდა შეირჩნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები – მმართველი გუნდის და „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული ორი სხვადასხვა პროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით და მწვავე დებატების რეჟიმში განიხილება.
ირაკლი კობახიძის და ექვსი დეპუტატის მიერ დაწერილ კანონ-პროექტს ოპოზიციის გარდა უმრავლესობიდან წასული დეპუტატებიც ეწინააღმდეგებიან. ოპოზიციის ვერსიას კი „ქართული ოცნება“ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.
ქეთი ქაშაკაშვილი ადევნებს თვალს ხმაურიან განხილვას.