გრძელდება კონსულტაციები სასამართლოსთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სადავო საკითხზე.
საუბარია იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რომელთა მიხედვით მომავალში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა შეარჩიონ.
სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს და დიპლომატებს ხვდება. უფლებადამცველები ხუთ წინადადებას აყენებენ, მათი არგაზიარების შემთხვევაში კი, ჯგუფიდან გასვლას არ გამორიცხავენ.
საკუთარი შეთავაზება აქვს „ევროპულ საქართველოსაც“.
თამუნა წიკლაური ელოდება პარლამენტში მიმდინარე კონსულტაციების დასრულებას.