მოსამართლეთა შეხვედრა იუსტიციის სახლში

სასამართლო სისტემის მისამართით კრიტიკას მოსამართლეები დაუსაბუთებლად და სისტემის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ. მიმდინარე მოვლენების განსახილველად და შესაფასებლად მოსამართლეები დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შეიკრიბნენ. განიხილეს ის განცხადებები, რომელიც მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისამართით ისმის. შეხვედრაზე მიიღეს ერთობლივი დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ მათთვის მიუღებელია ნებისმიერი პირის მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სასამართლოს მიმართ ხორციელდება. დოკუმენტი იმ მოსამართლეებსაც გადაეგზავნებათ, რომლებიც შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება საჯარო მოსამართლეების მიერ მიღებული განცხადება.

მოამბე