მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი სრულდება. გამოცდა დილის ცხრა საათზე დაიწყო. წერითი გამოცდის დროს აპლიკანტებმა ხუთ შეკითხვას უნდა გასცენ პასუხი. ამისათვის მათ ექვსი საათი აქვთ გამოყოფილი. გამოცდას 92 აპლიკანტი აბარებს – ის პირები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს.