მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს.
თანამდებობაზე ოთხი წლით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები – ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი გაამწესეს. დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატად მოსამართლეებმა დაასახელეს, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.