მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ბოლო ეტაპი დასრულდა - კენჭისყრის შედეგები ორ კვირაში გახდება ცნობილი
მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან, გასაუბრების მორიგი, ბოლო ეტაპი დასრულდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, დღეს, კიდევ 14 კანდიდატს მოუსმინეს. ინტერვიუები საბჭოში დილიდან მიმდინარეობდა. საერთო ჯამში, დასამტკიცებლად 52 მოსამართლე უნდა შეირჩეს.
კანდიდატებს შორის არიან ის პირები, ვისაც სამოსამართლეო გამოცდილება არ აქვთ, ასევე მოსამართლეები, რომლებსაც სხვა კოლეგიაში გადასვლა სურთ და მოსამართლეები, რომლებსაც უფლებამოსილება ეწურებათ და უვადოდ გამწესებაზე აქვთ განაცხადი. კენჭისყრის შედეგები ორ კვირაში გახდება ცნობილი.