ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ ოქტომბერ-ნოემბერში დაწყებული კონკურსის დროს არაერთი დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის კანონით დადგენილი გასაუბრების ვადების ხარვეზი. მას, როგორც საბჭოს წევრს, სამი დღით ადრე არ ატყობინებდნენ გასაუბრების შესახებ.
ჯანეზაშვილი ამბობს, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც კონკურსში მონაწილეობენ საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ნათესავები, თავად ამ კანდიდატების შეფასებაში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა ამ კანდიდატებს აფასებენ მასთან დაახლოებული საბჭოს არამოსამართლე წევრები. ასევე, ჯანეზაშვილის თქმით, ინტერესთა კონფლიქტია საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის შემთხვევაშიც.