ოპოზიციის ნაწილმა მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენას ბოიკოტი გამოუცხადა.
განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა ,„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის გამოსვლა, რომელიც ტრიბუნასთან სარკით ავიდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა არასამთავრობო სექტორის ნაწილიც. მოსმენის პროცესს არ დაესწრო ევროკავშირის ელჩიც, რომელიც ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კანდიდატების შერჩევა-განხილვის პროცესი მიშელის შეთანხმებას არ შეესაბამება. გაუმჭვირვალობის და პროცესისადმი ნდობის არარსებობის არგუმენტით მმართველ გუნდს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველიც. იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმირებამდე ოპოზიცია პროცესს ფარსად მიიჩნევს, რასაც არ იზიარებს „ქართული ოცნება“. მმართველი გუნდი პროცესის გამჭვირვალობასა და ლეგიტიმაციაში ოპონენტების დარწმუნებას სხვადასხვა არგუმენტით ცდილობს.