მოსამართლეობის კანდიდატები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დეპუტატებს კითხვები აქვთ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეობის ათი კანდიდატი გუშინ, ბიუროს სხდომაზე წარადგინა. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი კანდიდატების ბიოგრაფიებს ითხოვს და აცხადებს, რომ  პროცედურა, რომლითაც საკითხის განხილვა დაიწყო, არასწორია.

კანდიდატებს აკრიტიკებენ ოპოზიციაშიც. „პატრიოტთა ალიანსი“ უმრავლესობას მოუწოდებს, წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს.