პოლიტიკური უთანხმოების შემდეგ მოსამართლეების გარშემო დაწყებული პროცესი მოლაპარაკებათა მაგიდასთან ინაცვლებს.
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმების მისაღებად ემზადება. სამუშაო ჯგუფი პირველად, სავარაუდოდ, თვის ბოლოს შეიკრიბება. ახლა ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, როგორ დაკომპლექტდება ჯგუფი და შეიყვანენ თუ არა მის შემადგენლობაში ეკა ბესელიას, რომელმაც საპარლამენტო თანამდებობიდან გადადგომა სწორედ იუსტიციის საბჭოდან გაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატთა სადავო სიით ახსნა. სავარაუდოდ, განხილვის პროცესი დაძაბული იქნება.
სასამართლოს უმაღლეს ინსტენციაში მოხვედრისთვის საჭირო კრიტერიუმებზე საკუთარი წინადადებები აქვს ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს და თავად ბესელიას.