საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდებისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობა იწყება.
ხმაური მოჰყვა დღეს იურიდიულ კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატთა დოკუმენტაციის შემსწავლელი ჯგუფის შექმნას. ა ხელისუფლებას შარლ მიშელის დოკუმენტს ახსენებენ და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ბოიკოტირებასაც არ გამორიცხავენ. უცვლელია კელი დეგნანის პოზიციაც. ამერიკელი დიპლომატი ისევ მართლმსაჯულების რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს. ამ ფონზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შესრულებულია და პროცესი არ შეჩერდება.