პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დეპუტატების შეკითხვებს უვადო მოსამართლე პაატა სილაგაძე პასუხობს.
იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ესწრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ვერ მოახერხა კანდიდატისთვის შეკითხვის დასმა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.