პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ მმართველ პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს ელოდებიან.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ღიად ამბობენ, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გადაიხედება. ახლა მთავარი კითხვაა, შეინარჩუნებენ თუ არა პარტიულ თანამდებობებს კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე და დარჩება თუ არა „ქართული ოცნების“ მმართველ ორგანოში პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება. კონკრეტული გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელიც მომავალ კვირას არის დაგეგმილი. მანამდე კი გუნდში აქტიური პოლიტიკური კონსულტაციები უკვე დაწყებულია.