14 ნოემბრიდან საქსტატი საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს. პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა. აღრიცხვაში მოხვდება ყველა ის პირი, ვინც საქართველოში 12 თვეზე მეტი ხანია ცხოვრობს. პირველად შედეგებს საქსტატი 2025 წლის ივნისში გამოაქვეყნებს. საქართველოში საყოველთაო აღწერა ათ წელში ერთხელ ტარდება, ბოლოს ის 2014 წელს ჩატარდა.