რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში – 10 წლის შემდეგ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო.
ორ ეტაპიანი პროცესი ერთ თვეში დასრულდება. საბოლოო შედეგები კი 2026 წლის ზაფხულში გამოქვეყნდება. პროცედურა დემოგრაფიულის გარდა სოციალური და ეკონომიკური მონაცემების შეგროვებასაც ითვალისწინებს. რეგისტრაციის გავლის და კითხვარის შევსების შემდეგ მოქალაქეებთან გამოკითხვას საქსტატის ინტერვიუერები ჩაატარებენ. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აღწერას გაივლიან ქვეყანაში მყოფი უცხოელები და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებიც.
2014 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 713 804 ადამიანს შეადგენდა.