10-წლიანი პაუზის შემდეგ მოსახლეობის აღწერა თავიდან იწყება.
პროცესი შემოდგომაზე აიღებს სტარტს და ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოქალაქეებს სპეციალური კითხვარის შევსება თავად მოუწევთ, მეორე ეტაპი კი კარდაკარ გამოკითხვის პროცედურას გულისხმობს. სტატისტიკის სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩაატარა. რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა 3 729 625 ადამიანს შეადგენდა, რაც 12 წლით ადრე ჩატარებულ ბოლო აღწერის სტატისტიკასთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელი იყო. შემოდგომაზე დაგეგმილი აღწერა სასოფლო-სამეურნეო აქტივობების აღნუსხვასაც მოიცავს.