14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერა ჩატარდება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროცესი 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. აღწერა ორ ეტაპად წარიმართება. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. კერძოდ, შეგროვდება მონაცემები მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ. საველე პერსონალისათვის 11 000 ვაკანსია უკვე გამოცხადდა.