აქცია მესტიაში. სოფელ ბეჩოს მაცხოვრებლები ტურისტული სეზონის ჩავარდნის ფონზე, საბანკო ვალდებულებებისგან გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილობრივები დახმარებას და შუამდგომლობას მთავრობას სთხოვენ. ისინი სესხების გადავადების აუცილებლობაზე მიუთითებენ.