მოსახლეობის აღწერის სამუშაოები

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის აღწერის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე წლის 5 ივნისიდან, 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება მოხდება. პირველი ეტაპის სამუშაოების დროს შეგროვდება ინფორმაცია ქვეყნის შინამეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ.

მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება. მოსახლეობის აღწერა ქვეყანაში ათ წელიწადში ერთხელ ტარდება. ქვეყანაში ბოლოს აღწერა 2014 წელს ჩატარდა.