მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ბოლო ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის ჯამში 6,15% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 215 329 ამომრჩეველია.
აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ამბროლაურსა და ცაგერში ფიქსირდება. ყველაზე ცოტა, მოქალაქეთა 4,4 % მივიდა არჩევნებზე ახალქალაქში.