მორიგი მედალი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ყულაბაში.
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე, ტყვიის სროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან წინასწარი ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ფინალში სროლის უფლება მოიპოვა, სადაც გაცილებით შედეგიანად გამოვიდა და ვერცხლს დაეუფლა. ჩემპიონი სერბი პარასპორტსმენი გახდა. ვლადიმერ ჭინჭარაულის დამსახურებით საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს უკვე ოთხი სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს.