მორიგი კამპანია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის - რას ითხოვს ოპოზიცია
ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი აქტიურდება.
მოთხოვნა დღეს უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან გაისმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელები პრეზიდენტს საკუთარი ლიდერის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. თუმცა რიტორიკა გარკვეულწილად შეიცვალა. ექს-პრეზიდენტის გუნდი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აქცენტს ნაკლებად აკეთებს და საკუთარ მოთხოვნას პოლიტიკური ანგარიშსწორების არგუმენტით ამყარებს. გამოსვლების დროს რამდენჯერმე ახსენეს ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი.
პარალელის გავლებას საკმაოდ მძაფრი რეაქციები მოჰყვა მმართველ გუნდში. „ქართული ოცნებისთვის“ კლინიკაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების თემის გააქტიურება წინასწარ დაგეგმილი ახალი კამპანიის ნაწილია.